მზა ჩანაწერების (COOKIES) და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების გამოყენების პოლიტიკა

ბოლო განახლება: 28/07/2026

შპს ,,სელფ.ჯი“-ს (ს/ნ: 405373714), ელ. ფოსტა: info@self.ge, (შემდგომში ,,ჩვენ“/,,ჩვენი“) „მზა ჩანაწერების და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების გამოყენების პოლიტიკა“ (შემდგომ - პოლიტიკა) განსაზღვრავს Cookie-ისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების მნიშვნელობას, მათ კატეგორიებს, დანიშნულებას, შენახვის ვადებს, გამოყენების მიზნებსა და მომხმარებლის უფლებებს. სისტემა ამუშავებს Cookie ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების მიერ შენახული მონაცემების მეშვეობით მიღებულ ინფორმაციას მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

1. რა არის ქუქი (COOKIES) ფაილები?

Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ჩვენი სისტემა აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ msf.self.ge-ს. მასში მოცემულია ინფორმაცია სესიის, მოწყობილობისა და სისტემის მისამართის შესახებ ინფორმაცია. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება", რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას სისტემაში სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.

ჩვენი სისტემის დათვალიერებისას, სესიის დაწყებისთანავე გამოგიჩნდებათ ბანერი, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას გამოყენებული ქუქი ფაილების შესახებ, წინამდებარე პოლიტიკის ბმულს და გაძლევთ საშუალებას დააყენოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრები, მათ შორის, მართოთ და დააყენოთ ქუქი ფაილები.

2. რა არის მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები?

ქუქი-ფაილების (Cookies) გარდა, ჩვენი სისტემა იყენებს ვებ-შენახვის ადგილობრივ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Local Storage. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს, მონაცემები შევინახოთ პირდაპირ თქვენს ბრაუზერში. ქუქი-ფაილებისგან განსხვავებით, Local Storage-ში შენახული მონაცემები (მსგავსი ტექნოლოგიის ჩანაწერი) ავტომატურად არ იგზავნება სერვერზე ყოველი მოთხოვნისას, რაც სისტემის მუშაობას ხდის უფრო სწრაფს და უსაფრთხოს.

ჩვენი სისტემის დათვალიერებისას, სესიის დაწყებისთანავე გამოგიჩნდებათ ბანერი, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას გამოყენებული მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების შესახებ, წინამდებარე პოლიტიკის ბმულს და გაძლევთ საშუალებას დააყენოთ თქვენთვის სასურველი პარამეტრები, მათ შორის, მართოთ და დააყენოთ მსგავსი ტექნოლოგიები.

3. სელფ.ჯი-ის მიერ გამოყენებული ქუქი (COOKIES) ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების კატეგორიები

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას სისტემაში თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი კატეგორიის ფაილების/ჩანაწერების გამოყენებით:

აუცილებელი Cookie ფაილები: უზრუნველყოფენ სისტემის შეუფერხებლად მუშაობას და ინახავენ მხოლოდ სესიის შესახებ ინფორმაციას;

ფუნქციური Cookie ფაილები: ეხმარება სისტემის მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. აღნიშნული ფაილები არ არის აუცილებელი სისტემის ძირითადი ფუნქციონირებისთვის, მაგრამ მათი გამოყენება აუმჯობესებს სისტემის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX). ფუნქციური Cookie ფაილები ინახავს: თქვენი მიერ არჩეული ენის ან/და რეგიონალური პარამეტრების შესახებ ინფორმაციას, რათა ყოველი ვიზიტისას თავიდან არ მოგიწიოთ მათი დაყენება. ასევე, თქვენ მიერ არჩეული ვიზუალის, განლაგების ან/და რეჟიმის შესახებ ინფორმაციას, თქვენი პირადი ანგარიშის მონაცემებს და პარამეტრებს, რათა განმეორებით არ მოგიწიოთ პარამეტრების შეყვანა და სხვა მსგავს მონაცემებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენ მიერ სისტემაში განხორციელებულ ქმედებასთან, ეხმარება self.ge-ს უფრო ინტუიციური და კომფორტული გახადოს თქვენი გამოცდილება;

აუცილებელი მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები: უზრუნველყოფს სისტემის ვებგვერდის ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხო და მოსახერხებელ ფუნქციონირებას, გამოიყენება მომხმარებლის ინტერფეისის ძირითადი პარამეტრების გასახსენებლად (მაგალითად: ენის არჩევანი, ვიზუალური ელემენტების გამოჩენა/დამალვა ან სესიის მდგომარეობა);

მარკეტინგული მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები: გამოიყენება თქვენს ქცევაზე დაკვირვების, სარეკლამო კამპანიების ეფექტურობის გაზომვისა და მარკეტინგული წყაროების იდენტიფიცირებისთვის. მათი მეშვეობით ხდება იმის აღრიცხვა, თუ რომელი პარტნიორი ვებგვერდიდან ან სარეკლამო ბმულიდან გადმოვიდა მომხმარებელი.

4. გამოყენებული Cookie ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში აღწერილია ქუქი ფაილები და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები, რომლებიც გამოიყენება ჩვენს სისტემაში.

ცხრილი შეიცავს თითოეული ქუქის/ჩანაწერის სახელწოდებას, მიმწოდებელს, დანიშნულებას, მოქმედების ვადას, კატეგორიას, დამუშავების სამართლებრივ საფუძველსა და შენახვის ტექნოლოგიას. აღნიშნული ინფორმაცია უზრუნველყოფს გამჭვირვალობას ქუქი ფაილების/ჩანაწერების გამოყენების პროცესში და მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინფორმირებას ქუქი ფაილების/ ჩანაწერების ტიპებისა და ფუნქციური მიზნების შესახებ.

ქუქი ფაილის/ჩანაწერის სახელი მიმწოდებელი დანიშნულება ვადა კატეგორია შენახვის ტექნოლოგია დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
PHPSESSIDშპს ,,სელფ.ჯი”PHP Native სესიამიმდინარე სესიააუცილებელი Cookie ფაილებიCookieმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
სესიის იდენტიფიკატორი (გენერირდება დინამიურად)შპს ,,სელფ.ჯი”სესიაკონფიგურირებადი (საწყის პარამეტრად - 30 საათი)აუცილებელი Cookie ფაილებიCookieმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
_Name_<hash>შპს ,,სელფ.ჯი”ინახავს სესიის იდენტიფიკატორის დასახელებასკონფიგურირებადი (≤ 180 დღე)აუცილებელი Cookie ფაილებიCookieმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
x_system_device_idშპს ,,სელფ.ჯი”Rate-limiting/Login Security30 დღეაუცილებელი Cookie ფაილებიCookieმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
_uName_შპს ,,სელფ.ჯი”ინახავს ბოლო მომხმარებელის username-სკონფიგურირებადიაუცილებელი Cookie ფაილებიCookieმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
Langშპს ,,სელფ.ჯი”არჩეული ენის შენახვა30 დღეფუნქციური Cookie ფაილებიCookieთანხმობა
side_menuშპს ,,სელფ.ჯი”ინახავს მენიუს მდგომარეობას (ჩაკეცილი/გახსნილი)365 დღეფუნქციური Cookie ფაილებიCookieთანხმობა
user_profile_active_tabშპს ,,სელფ.ჯი”ინახავს პროფაილის გვერდის ბოლო გახსნილ ტაბს24 საათიფუნქციური Cookie ფაილებიCookieთანხმობა
ToggleEmptyAttributesშპს ,,სელფ.ჯი”ცარიელი ველების ჩვენება/დამალვამუდმივადაუცილებელი მსგავსი ტექნოლოგიის ჩანაწერიLocal Storageმომსახურების მიწოდების აუცილებლობა, შპს სელფ.ჯი-ს ლეგიტიმური ინტერესი
Partnerშპს ,,სელფ.ჯი”მხარდაჭერის ვიჯეტის მართვამომხმარებლის მიერ წაშლამდე / ≤ 24 საათიფუნქციური მსგავსი ტექნოლოგიის ჩანაწერიLocal Storageთანხმობა
Cookiesშპს ,,სელფ.ჯი”Cookie policy-ის ჩვენების მართვა6 თვეაუცილებელი მსგავსი ტექნოლოგიის ჩანაწერიLocal Storageკანონით დაკისრებული ვალდებულების შესრულება, შპს სელფ.ჯი-ს მნიშვენლოვანი ლეგიტიმური ინტერესი

5. Cookie ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების დამუშავების მიზანი

ქუქი ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ სისტემის ფუნქციონირებისა და სისტემით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები/მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.

6. Cookie ფაილების მართვა

თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies)/ მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერები (Local Storage) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)-ის შემთხვევაში:

მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ ქუქი-ფაილების ან/და მსგავსი ტექნოლოგიების (Local Storage) ფუნქციონირებისა და მართვის შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულებს:

ქუქი-ფაილების შესახებ: https://allaboutcookies.org/

Local Storage-ის შესახებ: https://developer.mozilla.org/en-US/docs/Web/API/Window/localStorage

თქვენ შეგიძლიათ მართოთ თქვენი პარამეტრები ქუქი-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერებზე (Local Storage) სისტემის ავტორიზაციის გვერდზე არსებულ თანხმობის/ქუქი-ბანერზე შესაბამისი მონიშვნების გაკეთების ან ცვლილების გზით.

7. მომხმარებლის უფლებები

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოთ თქვენს გაცემული თანხმობა სისტემის ავტორიზაციის გვერდზე არსებულ თანხმობის/ქუქი-ბანერზე შესაბამისი მონიშვნების გაკეთების ან ცვლილების გზით.

თქვენ ასევე, უფლება გაქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამავე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ, მოითხოვოთ მონაცემთა გაცნობა და ასლის მიღება, მოითხოვოთ მონაცემთა განახლება, გასწორება ან შევსება, მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან მონაცემთა წაშლა თანხმობის გამოთხოვით, ასევე, მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა.

ჩვენ ვუზრუნველყოფთ რომ დაცული იყოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით განსაზღვრული უფლებები, თუ არ არსებობს მათი რეალიზების, ამავე კანონით გათვალისწინებული შემზღუდავი გარემოება.

თქვენი უფლებების რეალიზების მიზნით, ასევე თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის კონსულტაციის საჭიროებისას, გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს - DPO@self.ge.

8. პოლიტიკის ცვლილება

საკანონმდებლო, ტექნოლოგიური, შიდა რეგულაციების ან/და მონაცემთა დამუშავების პროცესის ცვლილების შემთხვევაში, ორგანიზაცია იტოვებს უფლებას შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში.

განახლებული რედაქცია გამოქვეყნდება ჩვენი სისტემის ავტორიზაციის გვერდზე ცვლილების თარიღის მითითებით.

9. დაგვიკავშირდით

თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე პოლიტიკასთან ან ქუქი ფაილების/მსგავსი ტექნოლოგიების ჩანაწერების დამუშავების პრაქტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: support@self.ge

ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 032 2 84 54 44